მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის დრამატული თეატრის დასი კუნძულ მალტაზე გაემგზავრა

თელავის დრამატული თეატრის დასი კუნძულ მალტაზე საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა.
მალტაზე, 29 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “EuroArt2022” გაიმართება.
თელავის დრამატული თეატრის დასი ფესტივალზე წარადგენს ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლს “როცა ძალიან მოგენატრები”.

ამავე ფესტივალის ფარგლებში მოხდება ქალაქების დამეგობრება, რომლის ცერემონიალსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი დაესწრება.

ფესტივალში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და კინოს, თეატრის, ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის ნუშევრებს წარადგენენ.
ფესტივალს, 29 ივნისს, ქართველი მხატვრის, მირიან შველიძის ნამუშევრები და ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ” ჩიტები” გახსნის.
ამავე ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თეატრის ქართველ რეჟისორ, რობერტ სტურუაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი ” რობიკო სტურუა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button