თელავის მერიამ ფეისბუქიდან ინფორმაცია წაშალა [Audio]

მას შემდეგ რაც რადიო “ჰერეთმა” მედეა მეზვრიშვილის გახსენების საღამოს გამართვის შესახებ თელავის მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გაავრცელა, მერიამ გვერდიდან ეს ინფორმაცია წაშალა.

“ჰერეთი” დაინტერესდა რატომ წაიშალა ეს ცნობა?

თელავის მერიის პრესსამსახურის უფროსი მურად ფანცქალაშვილი გვეუბნება, რომ “ღონისძიება მერიის ორგანიზებული არ არის და მათ გვერდზე მხოლოდ მოწვევა გაავრცელეს”.

“რადგან ეს ინფორმაცია გაშუქდა ისე, თითქოს მერია იყო ამ ღონიძიების ორგანიზატორი და სინამდვილეში ჩვენ მხოლოდ მოწვევა გავავრცელეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინფორმაცია საერთოდ წაგვეშალა. საზოგადოება შედიოდა შეცდომაში და ეს მერიის პიარისთვის არ იყო კარგი”, – განუცხადა რადიო “ჰერეთს” მურად ფანცქალაშვილმა.

მისივე თქმით, “ღონიძიების ორგანიზატორები სავარაუდოდ მედეა მეზვრიშვილის მეგობრები არიან”.

meria_gamgeobaმურად ფანცქალაშვილი უარყოფს, თუმცა მერიის გვერდზე გამოქვეყნებულ ფროშურას თელავის ლოგო ადევს და აწერია, რომ ღონიძიების ორგანიზატორია თელავის მერია და გამგეობა.

 

 

 

მურად ფანცქალაშვილი – ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button