მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მეცხრე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

თელავის მეცხრე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლის დაკეტვის მიზეზი, პედაგოგების კორონავირუსით ინფიცირება გახდა.

მასწავლებლებს, რამდენიმე კლასის ათობით მოსწავლესა და სხვა პედაგოგებთან ჰქონდათ კონტაქტი, ამიტომ ეპიდემიოლოგებმა სწავლის შეწყვეტის რეკომენდაცია გასცეს.

საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე, სასწავლო პროცესი ონლაინ-რეჟიმში ჩატარდება.

სააღდგომოდ გამოცხადებული არდადეგების შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევების გამო, ეს თელავში სკოლის დაკეტვის პირველი შემთხვევაა.

ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა თელავის ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაშიც თუმცა, ამ შემთხვევაში სკოლის დაკეტვის აუცილებლობა არ დამდგარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button