რეგიონი

თელავის პოლიციის სამმართველოსთან სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

გვიან ღამემდე, თელავის პოლიციის სამმართველოსთან სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები
იმყოფებოდნენ.

ისინი სამართალდამცავებისაგან, პოლიტიკოს ზაზა ბიბილაშვილისა და “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრის ზურა ხომერიკის დაკავების ფაქტზე, განმარტებას ითხოვდნენ.

ორივე პირის მიმართ, ადმინისტრაციული წარმოება, ორი, წვრილმანი ხულიგნობისს და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დაიწყო.

დაკავებულები მოგვიანებით, თელავის პოლიციის სამმართველოდან გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ზაზა ბიბილაშვილი და ზურა ხომერიკი, თელავის ცენტრში, გუშინ, საღამოს, პოლიციამ ძალის გამოყენებით, იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი უკრაინაში პუტინის აგრესიულ შეჭრასა და საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button