თელავის საჯარო სკოლებში დღეს მოსწავლეთა მცირე ნაწილი გამოცხადდა
თელავის საჯარო სკოლებში დღეს, მოსწავლეთა ნახევარი არ გამოცხადდა. სასწავლო პროცესზე მოსწავლეთა ნაკლებობას, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებიც ადასტურებენ.
თელავის მეცხრე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის მმართველის, თინა ჯავახიშვილის განმარტებით, სკოლაში მოსწავლეთა ნაკლებობა დღეს შესამჩნევი იყო.
” ჩვენ დიდკონტიგენტიანი სკოლა ვართ, მაგრამ ბავშვების ნაკლებობა მაინც შესამჩნევი იყო. ვერ გეტყვით, მიზეზი რა არის, მაგრამ ფაქტი ესაა. იმედი გვაქვს მომავალი კვირიდან ვითარება გამოსწორდება”- განაცხადა ჯავახიშვილმა, რადიო ჰერეთთან.
ანალოგიური ვითარება იყო დღეს თელავის სხვა სკოლებშიც, სადაც ზოგიერთ კლასში, სასწავლო პროცესს, მხოლოდ ორი მოსწავლე ესწრებოდა.
” ჩემი ერთი შვილის კლასში, ორი, ხოლო მეორე შვილის, სამი ბავშვი მოვიდა სკოლაში. შენობა ცარიელი იყო, ფაქტიურად”- თქვა ერთ- ერთმა მშობელმა, ოქსანა ეგოროვამ.
კორონა ვირუსის პანდემიის დაწყებიდან, სპეციალისტები სკოლებში სწავლის ხარისხის დავარდნასა და სასწავლო პროცესიდან მოსწავლეების ჩამოშორებას შესახებ, აქტიურად საუბრობენ.
საჯარო სკოლებში არდადეგები, 29 აპრილს დაიწყო.
4- დან 11 მაისამდე უქმე დღეებად იყო გამოცხადებული სამუშაო დღეებიც და შეჩერებული იყო მუნიციპალური ტრანსპორტიც.