მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პაატა გულიაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულა”დატოვა

დაპირისპირება ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორეს გამო გრძელდება, თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პაატა გულიაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულა”დატოვა.
ამის შესახებ, თავად გულიაშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
“ძალიან დიდი მადლობა კომედი ჯგუფის ბიჭებს, საქმის გამკეთებლებს და ნიჭიერ ხალხს. არ ღირს, ვინმემ ჩემს გამო უხერხულად იგრძნოს თავი. მე წავედი. რაც შეეხება მეფე ერეკლეს, მასზე ცუდის მთქმელის მაგინებელი, ვიყავი, ვარ და ვიქნები-” დაწერა მსახიობმა.

გულიაშვილი, ტელეკომპანია ” ფორმულაში” კომედი ჯგუფში მუშაობდა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში, იუმორისტულ ნომრებში თამაშობდა.
ვარაუდობენ, რომ თელავის თეატრის ხელმძღვანელის ტელევიზიიდან წასვლა, დღეს, თელავში, ერეკლე მეორეს მოღვაწეობის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლას უკავშირდება, სადაც მან მხარდამჭერებს, შემდეგი სიტყვებით მიმართა:

” ენა დაიმოკლონ და ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ”.
ცოტა ხნის წინ, ასევე სოციალურ ქსელში, გულიაშვილს, პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილის ვაჟმა, ზუკა ბერძენიშვილმა მიმართა:

” ვინ უნდა დაიმოკლოს ენა და ვის ემუქრები, ბიჭო, აბა ერთი ხერხემალი მოისინჯე კარგად..”
საპროტესტო აქცია თელავში და შემდგომი დაპირისპირება , პოლიტიკოს და ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომ რუსეთთან გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის გამო, ქართლ- კახეთის მეფე, ერეკლე მეორე, მოღალატედ უნდა გამოცხადდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button