სპორტ-ნიუსისპორტი

თელავს და სამგურალს ახალი მწვრთნელები ეყოლება

ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონი 2 თვის შემდეგ დაიწყება,გუნდები კი სატრანსფერო გადაადგილებებით არიან დაკავებულნი.

განსხვავებული სიტუაციაა თელავსა და წყალტუბოს სამგურალში. აქ ახალი მთავარ მწვრთნელებს ელიდებიან,რომელთა ვინაობა ჯერ არც ერთი გუნდისთვის არ არის ცნობილი.

საფეხბურთო კლუბ თელავის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით,ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ გუნდი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რაც შეეხება წყალტუბოს სამგურალს,- ამ დროისთვის მთავარი მწვრთნელის შემსრულებელი სოსო ფრუიძე კლუბში რჩება თუმცა სხვა პოზიციაზე გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი თელავმა ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე დაასრულა, სამგურალმა კი,- მეშვიდეზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button