სპორტ-ნიუსისპორტი

ტრაგედია ფეხბურთში: სოფიან ლუკარი და ალ რაქადი მოედანზე გარდაიცვალნენ

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფეხბურთის სამყაროში 2 ტრაგედია მოხდა.

გასულ ოთხშაბათს,ომანის მუსკატის მოთამაშე მუხალედ ალ რაქადიმ ინფარქტი მიიღო და გარდაიცვალა.

28 წლის ალ რაქადი ომანის პირველი ლიგის მატჩის წინ,გახურებუსას გახდა ცუდად და კლინიკაში გადაიყვანეს.

გულის შეტევა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა,რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.

შაბათს,ალჟირელი ფეხბურთელი,”საიდას”კაპიტანი,30 წლის სოფიან ლუკარი დაიღუპა.

ალჟირის მეორე ლიგის მატჩში,ლუკარი საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ თავით დაეცა და პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

კაპიტანმა თამაში გააგრძელა,თუმცა რამდენიმე წუთში კვლავ დაეცა და გონება დაკარგა.

ექიმების მრავალი მცდელობის მიუხედავად,ლუკარი მინდორზე გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button