თელავში 75 წლის კაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა
წინასწარი ინფორმაციით, 75 წლის კაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მოხდა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახის წევრებმა არ იციან.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში კახეთის რეგიონში ეს სუიციდის მესამე შემთხვევაა.