მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში.
ავარია სოფელ ჯუღაანში მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებებით, ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

დაშავებულს, შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები, ამ წუთებში უტარდება. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button