რეგიონი

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა, თელავის მუნიციპალიტეტში- გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი.
შემთხვევა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ წინანდალთან, წუხელ მოხდა.

საკუთარი ავტომობილით მოძრავმა პირმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარი ამჟამად, გურჯაანში, პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button