მნიშვნელოვანისიახლეები

თურქეთიდან მედიკამენტები ქართულ ბაზარზე შემოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკვე ხელმოწერილია განკარგულება, რომლის თანახმადაც თურქეთის ბაზარი იხსნება და მეზობელი ქვეყნიდან მედიკამენტები ქართულ ბაზარზე შემოვა

მისივე თქმით  დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს.   ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“დაპირებისამებრ, ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად, გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები, მედიკამენტები,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.

შესაბამის განკარგულებას დღეს მოეწერა ხელი.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 10 იანვარს გამოაქვეყნა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც განხილულია მედიკამენტებზე ფასნამატის, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგებებისა და ფარმაცევტული ბიზნესის დარეგულირების საკითხები.
კონკურენციის სააგენტოს დათვლით, შესაბამისი რეგულირების და მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების შემთხვევაში, მედიკამენტებზე წლიური დანაზოგი შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები იქნება განსახორციელებელი, რისთვისაც მან პარლამენტსა და ჯანდაცვის მინისტრს მთავრობის სხდომიდან მიმართა, დაიწყონ ერთობლივი მუშაობა.
მისივე თქმით, ფასებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია.

პრემიერმინისტრის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button