მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ბაღის დახურვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღში კორონავირუსი დაფიქსირდა, რის გამოც ბაღმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა.

ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, ბაღი 12 დღის განმავლობაში არ იმუშავებს.

“ქალბატონს, რომელიც ბაღში დიასახლისად მუშაობდა ვირუსი დღეს დილით დაუდგინდა. ინფიცირების წყარო უცნობია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბაღის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი”, – განაცხადა ლუარსაბიშვილმა რადიო ჰერეთთან.

ინფიცირებული პირი შტატში მყოფი თანამშრომელია და მას ბაღის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი.

ექიმები ბაღის მთლიან პერსონალს, კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ.

ვარდისუბნის საბავშვო ბაღი, 12 ოქტომბერს გაიხსნა და სააღმზრდელო პროცესი დღემდე მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button