მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა

თელავის კოვიდ-კლინიკებში პაციენტებისა და ტესტირების მსურველთა რაოდენობა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომატებულია.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის, ნუგზარ ლაფაურის განმარტებით, კლინიკაში უკვე 23- 24 წლის ასაკის პაციენტები მკურნალობენ.

” გაიზარდა კლინიკაში მყოფთა რიცხვი და 53 პაციენტს მიაღწია. ყველა ასაკის კოვიდინფიცირებული გვყავს, მათ შორის, 23- 24 წლის. გაზრდილია მომართვიანობაც და ასევე , ბოლო ერთ კვირაში, დაფიქსირდა გარდაცვალების ორი შემთხვევაც”- განაცხადა ლაფაურმა.

ბოლო 24 საათში კახეთში კორონავირუსის 49 შემთხვევა დადასტურდა.

კოვიდ- 19- ით გარდაცვლილთა რიცხვი კი, 142- მდე გაიზარდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრად დამძიმების მიზეზად, სპეციალისტები რეგულაციების შემსუბუქებას, ყველაზე მეტად კი პირბადეების მოხმარების შემცირებას უკავშირებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button