თელავში ხანძარს 50 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
მთლიანად დაიწვა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგამათბობლიდან გაჩნდა.
ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო სამსახური ორი საათი ცდილობდა, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება ადგენს.