მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში კიდევ ერთი მაღალბიუჯეტიანი ტენდერი ჩავარდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ 238, 800 ლარის ღირებულების ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთმა კომპანიამ გამოთქვა.

ტენდერი თელავის მერიამ 8 აპრილს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 21 აპრილს დასრულდა.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულს, ქალაქ თელავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ხიდის მშენებლობის სამუშაოები უნდა შეესრულებინა.

ხიდი ქალაქის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს და წლებია, რეაბილიტაცია სჭირდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ტენდერის ჩავარდნის მიზეზად მხოლოდ იმას ასახელებენ, რომ მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო და შესაბამისად, განსახილველი წინადადებები არ შესულა. საკითხზე დამატებით კომენტარი, მერიაში არ გააკეთეს.

თელავის მერიაში უკვე რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი ტენდერი ჩავარდა.
მათ შორის არის, ორმილიონნახევარი ღირებულების, მშვიდობის პარკის პროექტის განსახორციელებელი ტენდერი, რომელიც მესამედ არის გამოცხადებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button