მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში კიდევ ერთი საჯარო სკოლა დაიკეტა

კორონავირუსით პედაგოგის ინფიცირების გამო, თელავის მეშვიდე საჯარო სკოლაც ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, სკოლის პედაგოგებისა და ბავშვების თვითმონიტორინგი მიმდინარეობს.

კოვიდ19-ის შემთხვევა დაფიქსირდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საბავშვო ბაღშიც.

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემარულებლის ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ბაღის დაკეტვის საკუთხი ეპიდემიოლოგების დასკვნის შემდეგ გადაწყდება.

“პედაგოგია ინფიცირებული და ველოდებით ეპიდემიოლოგებს. რასაც გვეტყვიან, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა შიოშვილმა რადიო ჰერეთთან.

ამ დრიოსათვის, კახეთის რეგიონში, ონლაინ სწავლების რეჟიმზე, ოთხი საჯარო სკოლა და სხვადასხვა სკოლის ხუთი კლასია გადასული.

მსგავსი პოსტები

Back to top button