თელავში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/12/AMBARDANISHVILI.jpg)
თელავში, კორონავირუსით, ცნობილი პედიატრი, ივანე ამბარდანიშვილი გარდაიცვალა.
კოვიდ- 19- ით ინფიცირებული ექიმი, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოგვიანებით, ის თბილისის ერთ- ერთ სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, 80 წლამდე ასაკის მედიკოსს, რთული თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ივანე ამბარდანიშვილი სხვადასხვა დროს, საქართველოს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.
70- იან წლებში, ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის წამყვანი კლინიკების ექიმი იყო და ბავშვთა მურნალობის მის მიერ შემუშავებული მეთოდები, სხვადასხვა საავადმყოფოებში, წარმატებით ინერგებოდა.
სიცოცხლის ბოლო წლებამდე, ივანე ამბარდანიშვილი, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო