თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

10-18 ოქტომბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე. 2015 წლის ფესტივალი პიანისტ სვიატოსლავ რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.

როგორც რადიო “ჰერეთს” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს, რომელშიც შესულია როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე, ქართული პროფესიული მუსიკა. ფესტივალის ფარგლებში 7 კონცერტი ჩატარდება.

გაიმართება ასევე, საოპერო და საფორტეპიანო მუსიკის საღამოები.

მსგავსი პოსტები

Back to top button