თელავში ორი საჯარო მოხელე დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და მერიის სასპორტო გაერთიანების მასწავლებელი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დამზადების ბრალდებით დააკავეს – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ განუცხადა.

“სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში აიყვანეს, სადაც ისინი პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებას ამზადებდნენ. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული სახლიდან ამოღებულია 5,68 გრ ოპიუმის შემცველი ყაყაჩოს ექსტრაქტი. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და დამზადების ფაქტზე მიმდინარეობს”, – განუცხადეს რადიო “ჰერეთს” შსს-ში.

მსგავსი პოსტები

Back to top button