მნიშვნელოვანისიახლეები

1-ლი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

ასევე  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 27 თებერვალს რაგბის მატჩზე მაყურებლების 50 იქნება დაშვებული. როგორც მან აღნიშნა, 27 იმართება საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის.

„27 თებერვალს იმართება საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასაშვები იქნება მაყურებელთა 50 პროცენტი“, – განაცხადა ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ქლეხებისა და ქორწილების გადახდა ისევ ნებადართული იქნება.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში შიდა სივრცეში ერთ მაგიდასთან შესაძლებელი იქნება 10 ადამინის დაჯდომა, ღია სივრცეში კი – 15-ის.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში ორივე სოციალური ღონისძიების გამართვა აკრძალული იყო. ღონისძიების გამართვისთვის შესაძლებელი იყო რესტორანის (იურიდიული პირი) 10 ათასი ლარით დაჯარიმება.

სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, რომელსაც 10 კაცზე მეტი დაესწრებოდა, აკრძალვა 2020 წლის 23 მარტს დაწესდა.

და კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოზე მოუსმინეთ გიორგი ღიბრაძეს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით იხსნება ან მსუბუქდება შემდეგი რეგულაციები:

  1. საქართველოში შემოსვლა შეეძლება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, თუ მათ ექნებათ PCR ტესტი ან იქნებიან ვაქცინირებული;
  2. აუცრელ ან PCR ტესტის არმქონე საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში დაბრუნება 8-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად 5 დღე მოუწევს იზოლაციაში ყოფნა;
  3. კვების ობიექტებში დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაჯდომა 6 ადამიანის ნაცვლად 10-ს შეეძლება, ღია სივრცეში კი 10-ის ნაცვლად 15-ს;
  4. აღარ იქნება შეზღუდვა კვების ობიექტებში სტუმრების რაოდენობაზე;
  5. მოიხსნა შეზღუდვები ქელეხების, ქორწილებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვაზე;
  6. გაუქმდება კოვიდსასტუმროები და მასში პაციენტებს 22 თებერვლის შემდეგ აღარ შეიყვანენ;
  7. უქმდება თერმოსკრინინგის, დეზობარიერის ქონის ვალდებულება;
  8. 4 მარტიდან ღამის კლუბებს შეეძლებათ სივრცის 60 პროცენტის დატვირთვით მუშაობის განახლება;
  9. 15 მარტიდან კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებაზე ყოველგვარი შეზღუდვები იხსნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button