რეგიონი

თელავში საცხოვრებელ სახლში გაზი აფეთქდა.

თელავში საცხოვრებელ სახლში გაზი აფეთქდა.შემთხვევა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.

აფეთქების დროს ოჯახში სამი პირი იმყოფებოდა. დაშავებულია ქალი, რომელიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ,
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის განმარტებით, ქალს ფეხი აქვს მოტეხილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ძლიერი აფეთქების შედეგად, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში, მეორე სართულის ჭერი ჩაინგრა, დაიმტვრა ფანჯრის

მინები და დაზიანდა შენობის კარ-ფანჯრები.
აფეთქებამ დააზიანა მეზობელი საცხოვრებელი სახლის ნაწილი და
ქუჩაში გაჩერებული ავტომანქანაც. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button