მნიშვნელოვანისაქართველო
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია – გამჭვირვალობა საქართველო ანგარიში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” წინასაარჩევნო შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის 1 ივნისიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია გამოიკვეთა, განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, საუბნო და საოლქო კომისიების დაკომპლექტების პროცესი და მესამე სექტორის დისკრედიტაციის მცდელობა.
პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის გახსნილად გამოცხადებას კი, ორგანიზაციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციისა და გავრცელებული ფარული ჩანაწერების გადაფარვის მცდელობად აფასებენ.