თელავში უკრაინის ომში გარდაცვლილ ქართველ მოხალისეებს პატივი მიაგეს

თელავში უკრაინის ომში გარდაცვლილ ქართველ მოხალისეებს პატივი მიაგეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს ერთიანობისათვის გარდაცვლილთა მემორიალთან უკრაინაში რამდენიმე დღის წინ
დაღუპული, გია ბერიაშვილისა და ზურა რატიანის ფოტოები მიიტანეს.
ხსოვნის აქციის მონაწილეებმა, მემორიალთან უკრაინის სახელმწიფო დროშები გამოფინეს და სანთლები დაანთეს.
აქტივისტებმა ფოტოები, დროშები და სანთლები მემორიალთან დატოვეს და განმარტეს, რომ გარდაცვლილების ხსოვნისათვის პატივის მიგება, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
ხსოვნის აქციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ორგანიზაცია დროა უწევდა ორგანიზებას.
ქართველი მოხალისეები უკრაინის ომში, კიევთან, ირპინის ფრონტზე რუსმა ოკუპანტებმა 18 მარტს დახოცეს.
19 მარტს უკრაინაში, მესამე ქართველი მოხალისე დაიღუპა.
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.