თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
კერძოდ, განცხადების თანახმად, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, უზრუნველყონ კომერციული გემების უსაფრთხო დერეფანი და შეწყვიტონ სამხედრო დარტყმები შავ ზღვაში.
ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა.
განცხადების თანახმად, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, უზრუნველყონ უსაფრთხო ნავიგაცია, აღმოფხვრან ძალის გამოყენება და აღკვეთონ კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შავ ზღვაში.
გარდა ამისა, თეთრი სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ ზომების შემუშავებაზე, რომლებიც კრძალავს თავდასხმებს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
“აშშ და რუსეთი გააგრძელებენ მუშაობას გრძელვადიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. […] მიესალმებიან მესამე ქვეყნებს საზღვაო და ენერგეტიკული შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე – თეთრი სახლი ერ-რიადში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების პრევენციაზე.
აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ შეერთებული შტატები რჩება ერთგული, დაეხმაროს უკრაინას სამხედრო ტყვეების გაცვლაში, მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებასა და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში,” – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, შეიმუშავონ ზომები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეთანხმების შესასრულებლად რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების აკრძალვის შესახებ.
“შეერთებული შტატები და უკრაინა გააგრძელებენ მუშაობას გრძელვადიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთსა და აშშ-ს შორის შეხვედრა ერ-რიადში 24 მარტს 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კრემლში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციასთან განხილვა ფოკუსირებული იყო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლების საკითხზე.
ამასთან ერთად დღეს საუდის არაბეთში გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა უკრაინულ და ამერიკული დელეგაციების მონაწილეობით.
მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და ეფ-ეს-ბეს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სერგეი ბესედა მონაწილეობდნენ.