მნიშვნელოვანისიახლეები

რეჟიმის პატიმრების სასამართლო 2 აპრილს, 14 საათზე ჩაინიშნა

მოსამართლე შვანგირაძემ ოლიგარქის პროკურატურის კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და რეჟიმის 11 პატიმრის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადასცა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება შვანგირაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო პროცესი დასრულდა.

საქმის არსებითი განხილვა 2 აპრილს ჩაინიშნა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
მოსამართლე შვანგირაძემ დღეს არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის გახსნასთან დაკავშირებით და 5 მარტს ნაწილობრივ დახურული სხდომა ისევ დახურულ რეჟიმში გააგრძელა.
ბრალდებულების ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომ სასამართლო სხდომა სრულად გახსნილიყო და ბრალდებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სხდომაზე დასწრების საშუალება მისცემოდათ, ამასთან, შუამდგომლობას დანართად 130 ხელმოწერაც დაურთეს, თუმცა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ბრალდებული რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

აღნიშნული მას მაშინ მოხდა, რაც ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რომ სასამართლო სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სასამართლო სხდომის მონიტორინგის განსახორციელებლად დაეშვა.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ სიტყვა ითხოვა, მოსამართლეს მიმართა და მას “მონა” უწოდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები კვლავ მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ.

სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ დაკავებულებიც.

ირონიანარევი მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურას მტკიცებულებებისთვის, რაც ამ შემთხვევაში წარმოადგინა, რადგან აბსოლუტურად ყველა მათი მტკიცებულება ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირები ოთხი თვეა, ელოდებიან, პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულება წარმოადგინოს, მაგრამ, როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, საქმეს არაფერი ემატება, რადგან მტკიცებულებები ფიზიკურად არ არსებობს.

“ძალიან დიდი იმედი მქონდა და მაქვს, რომ გამოკითხვის ოქმები, რაზეც ადვოკატებმა ილაპარაკეს, გვეტყვიან, რატომ უნდა იყოს ჩვენს საქმეში გამოკითხვის ოქმები თანდართული, რადგან არცერთი ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ჩემს გვერდით არის წარმოდგენილი, არ არის ნახსენები.

ჩვენ, დაახლოებით, ოთხი თვეა, ველოდებით რაღაცას, რომ განვითარდეს, ანუ მათივე ლოგიკით, წინ რომ წაიწიონ და აბსოლუტურად არაფერი არ ემატება საქმეს, რა უნდა დაემატოს, როცა ფიზიკურად არაფერი არსებობს, ანუ ჩვენს წინააღმდეგ მათ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. ესეც არ არის პრობლემა, კაცები ვართ, დისკომფორტსაც ავიტანთ, დაველოდებით, უბრალოდ, ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს რაღაც სამართლებრივი საფუძველი და რაღაც მაინც წარმოადგინონ, ველოდებით ამდენი ხანია.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი სოლიდარულია. რა სოლიდარობაც დღეს გაჩნდა ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიმართ, ადამიანებმა როგორც დაინახეს ერთმანეთი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის საზოგადოების მშენებლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც შინაგანი სოლიდარობის გრძნობა აქვს.

იმ პირობებში, როცა პროკურატურამ ვერანაირი მტკიცებულებები ვერ დაამატა, ხომ შეიძლება, გამომძიებელი მოსულიყო, ვინც ამ საქმეს იძიებს და რამე მაინც ეკითხა ჩვენთვის. ჩემთან პირადად არავინ მოსულა და იქნებ “იაკუძას” ლიდერი ვარ? იმ პირობებში როცა საქმეს არაფერი ემატება, წესით ხომ უნდა მოსულიყო გამომძიებელი?” , – აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button