თევზის წვიმა ჰონდურასში [Video]

ჰონდურასის ქალაქ იოროს მოსახლეობა, ყოველწლიურად, მაისიდან ივნისის ჩათვლით, ბუნების უნიკალური მოვლენის თვითმხილველი ხდება.

ციდან სარდინი ცვივა, რომელსაც ადამიანები მიწიდან დიდი სიამოვნებით აგროვებენ.

ფენომენი, ჰონდურასის ფოლკლორშიც არის ასახული. თევზის წვიმას, XVIII საუკუნის ქრისტიანი მისიონერები და გერმანელი ბუნებისმეტყველი ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტიც ახსენებდნენ.

ადგილობრივი მკვიდრნი თვლიან, რომ მათ სარდინის წვიმა, XIX საუკუნის კათოლიკე მისიონერ ჰოსე მანულ სუბირანის მხურვალე ლოცვების შედეგად მოევლინა. ფენომენს, მეცნიერების უფრო მარტივი და ბუნებრივი ახსნა აქვს. ძლიერ შტორმებს და ქარბორბალებს, თევზი ატლანტის ოკეანიდან მოაქვს.

1998 წლიდან, იოროში, თევზის ყოველწლიური ფესტივალები იმართება.

ზღვის პროდუქტების ნალექები სხვა ქვეყნებშიცაა დაფიქსირებული: შრი-ლანკაში, ტაილანდში, ეთიოპიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button