რეგიონი

პარტიის ცენტრალურმა ოფისმა ენმ-ს წალენჯიხის ორგანზიაციას და მის ხელმძღვანელს “ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წვდომა შეუწყვიტა

პარტიის ცენტრალურმა ოფისმა ენმ-ს წალენჯიხის ორგანზიაციას და მის ხელმძღვანელს ავთანდილ გაბელიას “ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წვდომა შეუწყვიტა.

“მე ,როგორც წალენჯიხის ენმ-ს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე პარტიული სიის პირველი ნომერი და პოლიტიკური საბჭოს წევრი ,მოვითხოვ ახსნა- განმარტებას მომხდარზე”,-აცხადებს გაბელია.

აქვე წალენჯიხის ენმ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ.

“Ძვირფასო მეგობრებო !!

წალენჯიხის ერთიანი ნაციონალური მოᲫრაობის ფეისბუქ გვერდზე მოხდა უცხო პირის დაᲨვება , პარტიის თავმჯდომსრესთან Შეთანხმების გარეᲨე.

გვერდი ფუნქციონირებს 2012 წლიდან დღემდე,უცვლელად და მართავს ადგილობრივი ორგანიზაცია.

ივერი ბალახაᲨვილი, ველით განმარტებებს, გვერდი ამ ეტაპზე ეკუთვნის წალენჯიხა ენმ -ს,სანამ არ მოხდება ცვლილებები.
პარტიას ჰყავს ადგილობრივი პოლიტსაბჭოს მიერ არᲩეული თავმჯდომარე ავთანდილ გაბელია.

ეს არის უზურპაცია”,-

ვკითხულობთ განცხადებაᲨი.

მას შემდეგ რაც ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, ვრცელდება ინფორმაცია რომ ენმ-ს წალენჯიხის ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

ოფიციალური კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.

ლევან ხაბეიშვილი არჩევნებამდე წალენჯიხის მერს გია ხარჩილავას შეხვდა.

იგი ერთადერთი კანდიდატი იყო რომელსაც წალენჯიხის მერი პირადად შეხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button