ნიკოლოზ ბასილაშვილი: “ეს გამარჯვება თვითდაჯერებულობას შემმატებს” [Photo]

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინურ გუანჟოუში გამართული საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მოიგო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა კარიერაში მე-3 ჩელენჯერზე იმარჯვა და რეიტინგში 107-ე ადგილამდე აღზევდა.

დაჯილდოების ცერემონიალის დროს ბასილაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ამ გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს გაწეული სამუშაოსთვის, ლუკას კი ბოდიშს ვუხდი, რომ ფინალში დავამწუხრე.

იმედი მაქვს, აქ გამარჯვება წლის დარჩენილ პერიოდში წარმატებულ თამაშში დამეხმარება. გასული 2 თვის განმავლობაში, საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვიყავი, ამდენად, ჩელენჯერზე წარმატება თავდაჯერებულობას აუცილებლად შემმატებს”.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31780″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button