მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით”

დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, ვართ იმ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, დისტანცირება საჭიროა ოჯახშიც, არათუ გარეთ და თუ ეს ყველამ არ გავითავისეთ „ცოტა ხანში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ.“

„ნუ გავაკეთებთ ისე, რომ, რაც იყო დღემდე და მაქსიმალურად გავაჩერეთ ვირუსის გავრცელება წყალში ჩავყაროთ ეს ყველაფერი. ეს არ ეხება მხოლოდ ეკლესიას, ოჯახებშიც ვრცელდება ვირუსი. მთელმა საქართველომ სტატისტიკა ზეპირად იცის, თითო ოჯახში 5-6 ავადმყოფია. გავიგოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც არის საჭირო არათუ გარეთ. თუ ეს სუყველამ არ გავითავისეთ ცოტა ხანში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად და მოერიდეთ თუ ვინმე ოჯახიდან უნდა გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. იყოს იზოლირებული ოჯახის სხვა წევრებისაგან ასე ვრცელდება ეს ვერაგი დაავადება. თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „მოამბეში“ .

მსგავსი პოსტები

Back to top button