მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თუ დასავლეთი უკრაინას ატომურ იარაღს მიაწვდის რუსეთი ბირთვულ დარტყმას განახორციელებს

უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტი“ ალბათ ათწლეულების მანძილზე გაგრძელდება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთი პრევენციულ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ დასავლეთი უკრაინას ატომურ იარაღს მიაწვდის.

ევროპასა და აშშ-ზე საუბრისას, მედვედევმა არ გამორიცხა, რომ შექმნილ ვითარებაში კიევის რეჟიმს საკმაოდ საკმარისი რაოდენობის თვითმფრინავები მისცენ და მეტიც, შესაძლოა, ატომურ იარაღიც მიაწოდონ .

„მაგრამ მაშინ ეს ნიშნავს, რომ ბირთვული მუხტის მქონე რაკეტები მათკენ მიფრინდება. არსებობს ომის შეუქცევადი კანონები. თუ საქმე ბირთვულ იარაღს ეხება, აუცილებელი იქნება პრევენციული დარტყმის განხორციელება”, – აღნიშნა მედვედევმა.

მანვე აღნიშნა რომ უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტი“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ეს კონფლიქტი ძალიან დიდხანს, ალბათ ათწლეულების მანძილზე გაგრძელდება. ეს არის ახალი რეალობა, ცხოვრების ახალი პირობები. ვიდრე ასეთი მმართველი ძალა ეყოლებათ, იქნება, მაგალითად, სამი წლის მანძილზე ზავი, ორი წლის განმავლობაში კონფლიქტი და ყველაფერი ისევ ახლიდან განმეორდება. უნდა განადგურდეს ნაცისტური მმართველობა კიევში“, – აღნიშნა მედვედევმა.

მედვედევის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი არის ვოლოდიმირ ზელენსკი, მაგრამ ამასთან ერთად აღნიშნა, რომ „უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ყველა შემოთავაზებული გეგმა შესწავლილი უნდა იყოს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button