“თუ ეს დადასტურდება, ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული”

ტელეკომპანია იბერიის ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის, განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მას პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმაურება.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან.

“ადამიანი, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და მოუწოდებდეს წესრიგისკენ სხვებს, როდესაც ის არღვევს კანონს და ის არღვევს წესრიგს, მე მას არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ საჭირო იქნება, ეს პოლიციელი ჩამოშორდება თავის სამსახურს, გათავისუფლდება, პასუხისგებაშიც მიეცემა. თუკი ეს დადასტურდება, ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული. ამის პირობას გაძლევთ იმიტომ, რომ ის, რასაც ახლა ეს ჟურნალისტი ამბობს, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება,” – განაცხადა მღებრიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button