სმარტფონი Honor Magic-ი ოფიციალურად წარმოადგინეს [Video]

ჩინურმა კომპანია Huawei-მ სმარტფონი Honor Magic-ი წარმოადგინა, რომელმაც უჩვეულო დიზაინი და მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებლები მიიღო, – გვაცნობებს Digital Trends.
სიახლეს გვერდებზე მომრგვალებული 2,5D-მინებიანი 5 დიუიმიანი AMOLED-ეკრანი 2560х1440 პიქსელიანი გაფართოებით აქვს.

სმარტფონი აღჭურვილია ძლიერი 8 ბირთვიანი HiSilicon Kirin 950 ჩიფსეტით, 4 GB ოპერატიული მეხსიერებით, 64 GB ჩადგმული მეხსიერებით და მეხსიერების ბარათის 128 GB-იანი სლოტით.
დანადგარის ძირითადი ვიდეოკამერის გაფართოება 12 მეგაპიქსელს შეადგენს, ხოლო ფრონტალურისა – 8 მეგაპიქსელს.

ახალ სმარტფონს 2 SIM-ბარათის მხარდაჭერა და თითის ანაბეჭდების სკანერი აქვს. Honor Magic-ი Android 6.0Magic Live ოპერაციული სისტემით იმართება.
სმარტფონის ფასი ჩინეთიდან დაკვეთის შემთხვევაში 533 აშშ-ის დოლარს შეადგენს.

გამოცემა გვაცნობებს, რომ Honor Magic-ზე დაკვეთების მიღება მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button