“პოლიციელი მეგობართან ერთად მირტყავდა” – გიორგი გასვიანის დაკითხვა დასრულდა [Audio]

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანის დაკითხვა უკვე დასრულდა.

ის სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გასვიანს საავადმყოფოში პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა. ტელეწამყვანის თქმით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღის მიბჯენით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაემხილა.

გასვიანის მტკიცებით, ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ ხუციშვილი, აგრესიულობით გამოირჩეოდა. შემთხვევა სასტუმრო ბორჯომი კროუნ პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ტელეწამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა. ინციდენტზე შსს-ს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. მომხდარზე საუბრობს იმ ტრენინგის ორგანიზატორი, სადაც ჟურნალისტი გიორგი გასვიანი მიემგზავრებოდა.

მოუსმინეთ გიორგი გასვიანის და ნინო ერემაშვილის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button