ზვიგენი-მოჩვენება ვიდეოზე პირველად აღბეჭდეს [Photo/Video]

Monterey Bay Aquarium Research-ის ინსტიტუტის თანამშრომლებმა თევზი-ქიმერის ან ზვიგენი-მოჩვენების კამერაზე აღბეჭდვა პირველად მოახერხეს. ზღვის მკვიდრი ხრტილისებრთა ზვიგენების სახეობას ეკუთვნის, – გვაცნობებს National Geographic.

ღრმა წყალში მობინადრე თევზი-ქიმერა მკვლევარებმა პირველად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აღმოაჩინეს. მეცნიერები გვაცნობებენ, რომ ვიდეო კალიფორნიის სანაპირო წყლებში 2 კილომეტრის სიღრმეზე ტელემართული წყალქვეშა კამერის მეშვეობითაა გადაღებული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხრტილისებრთა ზვიგენების სახეობა, როგორც წესი, მხოლოდ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის აუზებში ბინადრობს.

deep-sea-ghost-shark-video-on-camera-pointy-nosed-blue-chimaera-570765

მსგავსი პოსტები

Back to top button