მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თუ ომში უკრაინა ვერ გაიმარჯვებს მაშინ საქართველომ აფხაზეთი-სამხრეთ ოსეთის დაბრუნება უნდა დაივიწყოს

დუმის დეპუტატის შეფასებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსთვის დაბრუნება "ოცნებებისა და ფანტაზიების სამყაროს" ნაწილია

“ვფიქრობ, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს რა სურს. სად უნდა რომ იყოს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება? თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს და რუსეთი დონბასისა და ყირიმის ნაწილებს შეინარჩუნებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოდესმე დაბრუნება დაივიწყოს.

რაც უკრაინაში ხდება, უკრაინის ფარგლებს სცდება. ესაა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო კანონის პატივისცემის დაცვის იდეა. ასე რომ, საქართველო უკრაინის წარმატებას უნდა იმედოვნებდეს.”

ამბობს აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი ევროპაში, გენერალი ბენ ჰოჯესი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი მიიჩნევს, რომ საქართველოს საზღვრებთან შესაძლოა სიტუაცია გამწვავდეს იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება დანებდება იმ ზეწოლას, რაც მასზე არსებობს. მის განცხადებებს საქართველოს შესახებ რუსული გამოცემა ავრცელებს.

ზატულინი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომ კიევსა და მოსკოვს შორის გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ძალების გაყვანასაც უნდა მოიაზრებდეს.

“იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა შესრულდეს, რუსეთი უნდა დამარცხდეს. დამარცხების პირობებში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა იდეის წამოჭრა, რისი მოთხოვნა შეიძლება რუსეთისგან. იმედია, დამარცხება არ იქნება, ამიტომ რასაც ქალბატონი [სალომე ზურაბიშვილი] ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს”, – თქვა ზატულინმა, რომელის შეფასებითაც, საქართველოში “ზურაბიშვილი არ არის მთავარი”.

რუსი დეპუტატის აზრით, თბილისს უკრაინის ომთან კავშირი არ აქვს და ისე “ცდილობს ფასი დაიდოს და რუსეთისგან კიდევ ერთხელ რაღაც მოითხოვოს”. მან თქვა, რომ ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც ომების დასრულების შემდეგ ისეთმა ქვეყნებმა, რომლებიც მათში არ მონაწილეობდნენ, მიიღეს “ბონუსი” და დაასახელა დიდი ბრიტანეთის მაგალითი, რომელმაც რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ კვიპროსი მიიღო, მაგრამ ზატულინი თვლის, რომ “საქართველო ინგლისი არ არის”, არანაირი კავშირი არ აქვს დღეს უკრაინაში მიმდინარე ომთან და ისე “ცდილობს ფასი დაიდოს და რუსეთისგან კიდევ ერთხელ რაღაც მოითხოვოს”.

რუსეთის დუმის დეპუტატის შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსთვის დაბრუნება “ოცნებებისა და ფანტაზიების სამყაროს” ნაწილია.

1 თებერვალს,Bloomberg-თან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს პუნქტი, რომელიც კრემლს აიძულებს, უარი თქვას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.
კონსტანტინ ზატულინმა გასულ წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკას “პრაგმატული” უწოდა და დადებითად შეაფასა საქართველოს მიდგომა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიმართ.

მსგავსი პოსტები

Back to top button