მნიშვნელოვანისიახლეები

,,თუ ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება?,,-ლილუაშვილი

მთავრობა ამაყად აცხადებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და მოსახლეობას უბრალოდ არ უნდა სიმართლის დანახვა – ნებისმიერი პროპაგანდა მარცხდება როდესაც სვამ ორ კითხვას: რატომ გარბიან ასეთი „არნახული“ ეკონომიკიდან ადამიანები?! რატომ იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს? – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 1.2 მილიონი მოქალაქე სახელმწიფოს დახმარების მოლოდინშია – „მათგან 700 ათასი უკიდურესად ღარიბია ანუ კანონით ასე იწოდებიან და იღებენ საარსებო შემწეობას“.
„მთავრობა ამაყად აცხადებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და მოსახლეობას უბრალოდ არ უნდა სიმართლის დანახვა.
ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურეს სამთავრობო პროპაგანდისტული არხები ამ მიმართულებით, თუმცა ნებისმიერი პროპაგანდა მარცხდება როდესაც სვამ ორ კითხვას: რატომ გარბიან ასეთი „არნახული“ ეკონომიკიდან ადამიანები?! რატომ იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს?
ამ თავბრუდამხვევი „სტატისტიკის” მიღმა, სინამდვილეში ხდება შემდეგი:
1.2 მილიონი მოქალაქე სახელმწიფოს დახმარების მოლოდინშია – მათგან 700 ათასი უკიდურესად ღარიბია ანუ კანონით ასე იწოდებიან და იღებენ საარსებო შემწეობას.
ეს რიცხვი ბოლო 2-3 წელში 170 ათასით გაიზარდა.
მხოლოდ 2021-2024 წლებში 400 ათასი ადამიანი დაემატა სოციალურ დახმარების მომთხოვნთა ბაზას.
ბოლო 3 წელიწადში საქართველოდან 160 ათასი ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
მოსახლეობის 56% ელოდება ფინანსურ კრიზისს, 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და 47%-ს საკვებზე წვდომაც კი უჭირს.
ეს ყველაფერი ხდება იმ პერიოდში, როცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში „ზრდაა“.
ავტორიტარიზმის ტემპების პირობებში დროა დავსვათ კითხვები: თუ კი ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება? ხომ არ ხდება ისე, რომ საქსტატის ზრდის მაჩვენებლები დაფუძნებულია ფინანსთა სამინისტროს გადაჭარბებულ მონაცემებზე და რეალობას აცდენილია? ხომ არ ხდება საერთაშორისო დონეზეც ამ ციფრებით მანიპულირება? მოსახლეობის ყოველდღიურ ტკივილს ციფრები ვერ დამალავთ!“- წერს სოციალურ ქსელში ბექა ლილუაშვილი.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ACTR-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებსა და ინტერესებს ემსახურება. საუბარია სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, სადაც კომპანია ამტკიცებს, რომ საზოგადოება ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად სახელისუფლებო პარტიაში თინათინ რუხაძის პერსონა მოჰყავთ, რომელიც “აისითი გრუპს” ხელმძღვანელობს და მათი მტკიცებით, ოპოზიციის მხარდამჭერია, რასაც ღიადა საკუთარ სოციალურ ქსელშიც გამოხატავს. ოცნებაში ამტკიცებენ, რომ ძალადობრივი სცენარის ჩავარდნის შემდეგ, ოპონენტები საზოგადოებაში სიმულაციური მოლოდინების გაჩენას ცდილობენ, იმ ფონზე როდესაც ქვეყანა ყველა ეკონომიკური პარამეტრით, ყოველწლიურად ვითარდება.
ACTR-ს დღეს “კურიერმა” საკვლევი კითხვარისა და გამოკითხულთა შესახებ ინფორმაცია სთხოვა, თუმცა დეტალურ ინფორმაციაზე პასუხი არ მიუღია. კვლევით ორგანიზაციაში განმარტეს, რომ გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა. ორგანიზაციაში არ ხსნიან, რატომ განისაზღვრა საკვლევ თემად სავარაუდო ეკონომიკური კრიზისი, როდესაც ქვეყანაში სტატისტიკური მონაცემები სრულიად განსხვავებულ სურათს უჩვენებს.
საქსტატის, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა თუ სხვა ინსტიტუტების პოზიტიური დასკვნების მიუხედავად, ACTR არის კვლევის შინაარსს და დასკვნებს იზიარებენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ სტატისტიკა მხოლოდ ციფრებია, რეალურად კი ეკონომიკური კოლაფსის მოლოდინი საზოგადოებაში უნდა არსებობდეს.
ოპოზიციას ქუჩაში დესტაბილიზაციური პროცესების პროვოცირებით ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა არ გამოუვიდა, ახალი სტრატეგია კი საზოგადოებასთან გამოგონილ ეკონომიკურ კრიზისზე საუბარია – ასე აღიქვამენ ACTR-ის კვლევას საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ სიმულაციურმა კვლევებმა, შეუძლებელია საერთაშორისო ინდიკატორების რეალური მონაცემები გადაფაროს.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკვე მეოთხე წელია ორნიშნა რიცხვია. მაღალია მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემიც. ACTR კი 28 აპრილს გამოქვეყნებული კვლევით ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში კრიზისის მოლოდინია.
ადგილობრივი და გლობალური პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური სტაბილურობის თემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ACTR-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებსა და ინტერესებს ემსახურება. საუბარია სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, სადაც კომპანია ამტკიცებს, რომ საზოგადოება ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად სახელისუფლებო პარტიაში თინათინ რუხაძის პერსონა მოჰყავთ, რომელიც “აისითი გრუპს” ხელმძღვანელობს და მათი მტკიცებით, ოპოზიციის მხარდამჭერია, რასაც ღიად საკუთარ სოციალურ ქსელშიც გამოხატავს.
“ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ ძალადობრივი სცენარის ჩავარდნის შემდეგ, ოპონენტები საზოგადოებაში სიმულაციური მოლოდინების გაჩენას ცდილობენ, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ყველა ეკონომიკური პარამეტრით, ყოველწლიურად ვითარდება.
ACTR-ს დღეს “კურიერმა” საკვლევი კითხვარისა და გამოკითხულთა შესახებ ინფორმაცია სთხოვა, თუმცა დეტალურ ინფორმაციაზე პასუხი არ მიუღია. კვლევით ორგანიზაციაში განმარტეს, რომ გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა. ორგანიზაციაში არ ხსნიან, რატომ განისაზღვრა საკვლევ თემად სავარაუდო ეკონომიკური კრიზისი, როდესაც ქვეყანაში სტატისტიკური მონაცემები სრულიად განსხვავებულ სურათს უჩვენებს. საქსტატის, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა თუ სხვა ინსტიტუტების პოზიტიური დასკვნების მიუხედავად, ACTR არის კვლევის შინაარსს და დასკვნებს იზიარებენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ სტატისტიკა მხოლოდ ციფრებია, რეალურად კი ეკონომიკური კოლაფსის მოლოდინი საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. ოპოზიციას ქუჩაში დესტაბილიზაციური პროცესების პროვოცირებით ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა არ გამოუვიდა, ახალი სტრატეგია კი საზოგადოებასთან გამოგონილ ეკონომიკურ კრიზისზე საუბარია – ასე აღიქვამენ ACTR-ის კვლევას საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ სიმულაციურმა კვლევებმა, შეუძლებელია საერთაშორისო ინდიკატორების რეალური მონაცემები გადაფაროს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკვე მეოთხე წელია ორნიშნა რიცხვია. მაღალია მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემიც. ACTR კი 28 აპრილს გამოქვეყნებული კვლევით ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში კრიზისის მოლოდინია. ადგილობრივი და გლობალური პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური სტაბილურობის თემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button