მნიშვნელოვანირეგიონი

წალენჯიხაში ნიკოლოზ კვარაცხელიას სახელზე ზეთისხილის ხე დაირგო

წალენჯიხაში, გუგე ცანავას სახელობის ცენტრალური ბაღის ტერიტორიაზე ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, წარმოშობით წალენჯიხელი 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას სახელზე ზეთისხილის ხე დაირგო.
მერის გიორგი ხარჩილავას თქმით,ეს აქცია, რომლის სახელწოდებაც არის “ჩემი ოჯახი, ჩემი წინაპარი” არის ნიკოს სახელის უკვდავყოფა.

ნიკოს სახელობის ზეთისხილის ხე ასევე სვეტიცხოვლის ეზოში დარგეს.
“ეს ხე იმდენად სიცოცხლისუნარიანია, რომ საუკუნეებს უძლებს. ამდენად, საუკუნოდ იქნება ხსენება ჩვენი ნიკოსი…”,-თქვა მან.

შეგახსენებთ, 2022 წლის 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფურად ჩადენილ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე და ბრალდებულ ა.ჭ.-ს სასჯელის სახედ და ზომად მაქსიმალური სასჯელი – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ბრალდებულ გ.კ.-ს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button