მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში არარეგისტრირებული სახერხი და ხის მასალა აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არარეგისტრირებული  სახერხი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილაში გამოავლინეს. რომელიც ერთ- ერთ ადგილობრივს  საცხოვრებელ სახლში ჰქონდა დამონტაჟებული.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამავე მოქალაქის კუთვნილ ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული ფიცარი და მორიც აღმოაჩინეს.

” სახერხი იყო უკანონო. ასევე კანონდარღვევითაა მოპოვებული დაახლოებით 1 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ფიცარი და დაუფირნიშებელი 36 ერთეული მორი, აქედან მათგან 28 ერთეული მორი სახერხის ტერიტორიაზე იყო შეტანილი, , 8 ერთეული კი – მანქანის ძარაზე ჰქონდათ დატვირთული”- განაცხადეს დეპარტამენტში.

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი დანადგარი ამჟამად დალუქულია.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები პროკურატურაშია გადაგზავნილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button