თურქეთი ერაყის დაბომბვას აგრძელებს [Video]
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ქურთისტანის სახალხო პარტიის მებრძოლების პოზიციებზე ახალ ავიადარყმებს ახორციელებს.
თურქეთის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ახალი ავიაიერიშების კადრებს ავრცელებს. ამჟამად, თურქული სამხედრო ავიაციის სამიზნე, ქურთების იარაღის საწყობებია.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, პარლამენტს ყველა დეპუტატისთვის, რომლებიც ქურთებთან კავშირში არიან შემჩნეული, იმუნიტეტის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ქურთ მებრძოლებთან სამშვიდობო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. პარალელურად, ოფიციალური ანკარას მოთხოვნით, გუშინ ბრიუსელში ნატოს ელჩების საგანგებო სხდომა გაიმართა. თურქეთმა სირიასა და ერაყში ტერორისტების წინააღმდეგ იერიშებზე მხარდაჭერა მიიღო.