მკურნალობა გნებავთ ქალბატონო? უფასოა – გუბერნატორი მოქალაქეს
სიტყვიერი დაპირისპირება კახეთის გუბერნატორსა და მოქალაქეს შორის. კამათის დროს ირაკლი შიოლაშვილმა მოქალაქე ლალი ევტუშენკოს მიმართა: “მკურნალობა გნებავთ ქალბატონო? უფასოა და იმკურნალეთ”.
ლაგოდეხში მცხოვრებმა ლალი ევტუშენკომ, გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ძველი საავადმყოფოს შენობის “არაკანონიერ გასხვისებაში” და მოსახლეობის ინტერესების იგნორირებაში დაადანაშაულა.
ევტუშენკოს თქმით, “შენობა რომელიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა ხელისუფლებამ მიზერულ თანხად კერძო მესაკუთრეზე გაასხვისა და მოსახლეობის არაერთი მოთხოვნა შენობის ამ ნაწილში მუნიციპალური საავადმყოფო განთავსებულიყო, რეაგირების გარეშე დატოვა”.
მოქალაქის ეს პრეტენზია გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა მხარის გუბერნატორისთვის.
ირაკლი შიოლაშვილის თქმით, “შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფებოდა და უწყებამ ის ღია აუქციონის გზით გაასხვისა”. შიოლაშვილი ადასტურებს, რომ მოქალაქეთა ერთმა ნაწილმა მას მუნიციპალური საავადმყოფოს შექმნის მოთხოვნით მართლაც მიმართა, თუმცა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ეს წინადადება დაწუნებული იქნა.
შეგახსენებთ, რომ ძველი საავადმყოფოს შენობის ერთი ნაწილი ეკონომიკის სამინისტრომ კერძო მესაკუთრეზე რამდენიმე თვის წინ გაასხვისა. შემდეგ კი მესაკუთრემ ობიექტი იჯარით კომპანია “არქიმედეს” 10 წლის ვადით გადასცა, სადაც ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შენობაში ახალი საავადმყოფოს და მოხუცთა სახლის განთავსება იგეგმება. ინციდენტი გუბერნატორსა და მოქალაქეს შორი სწირედ ამ შენობაში, სარეაბილიტაციო სამუშაობის დათვალიერებისას მოხდა.
მუსმინეთ აუდიომასალას