“ლაგოდეხში 26 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება” – გუბერნატორი
სასმელი წყლის რეაბილიტაცია, შიდა გზები და იუსტიციის სახლის მშენებლობა სოფელ კაბალში – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს კახეთის მხარის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და მოსახლეობის ნაწილს შეხვდნენ.
ადგილობრივებს ლაგოდეხში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო პროექტი მოსწონთ, თუმცა პრეტენზიები აქვთ წყლის მრიცხველების დამონტაჟებასთან დაკავშირებით.
მათი თქმით, ეს გადასახადს გაზრდის.
მოსახლეობის ამ არგუმენტს, რომ მრიცხველების მონტაჟის შემდეგ გადახადი გაიზრდება, გუბერნატორმა შიოლაშვილმა უსაფუძვლო უწოდა.
როგორც მან რადიო “ჰერეთს” განუცხადა, “წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 26 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელზეც რამდენიმე ათეული მილიონი იხარჯება”.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”14005″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]