შირაქის ველზე ქარსაცავი ზოლის 90% დაიწვა – გიგლა აგულაშვილი

გარემოს დაცვის სამინისტროში შირაქის ველზე ქარსაცავი ზოლის გადაწვასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

გიგლა აგულაშვილის განცხადებით, 2013 წლიდან გერმანიის მთავრობა, ავსტრიის განვითარების სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქარსაცავი ზოლების აღდგენის საცდელ-სამოდელო პროექტს ერთობლივად ახორციელებენ.

ხანძრის შედეგად პირველადი შეფასებით, ამ პროექტის ფარგლებში აღდგენილი 66 კილომეტრამდე ქარსაცავი ზოლის 90 პროცენტი განადგურდა. გიგლა აგულაშვილი მოსახლეობა სიფრთხილისა და ყურადღებისაკენ მოუწოდებს.

გიგლა აგულაშვილი_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button