ევროპის საფეხბურთო თასები თელავში [Photo]

თელავში უეფას სუპერთასი, ჩემპიონთა და ევროპის ლიგის თასებთან ერთად ჩაიტანეს.

ერეკლე მეორის მოედანზე, რამდენიმე საათის განმავლობაში მსურველს ევროპის საფეხბურთო სამი ყველაზე პრესტიჟული თასის ნახვა შეეძლო.

2015 წლის 11 აგვისტოს თბილისი ქართული სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები თბილისში სეზონის დასკვნით მატჩში უეფას სუპერ თასის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.

ამასთან დაკავშირებით სფფ-ის გადაწყვეტილებით, ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული სამი თასი უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის თასები სუპერ თასთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”14016″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button