რობიზონ ბეგლარაშვილის მდგომარეობა სტაბილურია

ძიუდოისტმა რობიზონ ბეგლარიშვილმა, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა, თვალის ტრავმა მიიღო.

არსებული ინფორმაციით, მას თვალი სწორედ ასპარეზობის დროს დაუზიანდა, მოგვიანებით კი ტკივილი უფრო გაუძლიერდა.

როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში აცხადებენ, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ოფთალმოლოგიის დარგში დამატებით კვლევებს საჭიროებს.

სპორტსმენი ამჟამად ოლიმპიურ სოფელში იმყოფება. ძიუდოისტმა თვალის ტრავმა გუშინ ასპარეზობის დროს მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button