ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თბილისში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მეხუთე მედალი ძიუდოისტმა ბაგრატ ნინიაშვილმა (66) მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ყველა მედალი ძიუდოისტთა ანგარიშზეა.
ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანელი პაშა ალიევი გაფრთხილებებით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალია.