![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/MANQANA-2.jpg)
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე თურქეთის მოქალაქეს ომერ დემიროკს პარკინგზე გაჩერებული ავტომანქანა “ნისან ნავარა” მოპარეს.
ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
თურქეთის მოქალაქე პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.
შსს-ში რადიო თბილისს განუცხადეს,რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მინდინარეობს გამოძიება. რაც ქურდობას გულისხმობს.
ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.