თურქეთის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
თურქეთის პარლამენტმა ორშაბათს, 30 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს მთავრობას ნდობის ვოტუმი გამოუცხადა, – გვაცნობებს Reuters.
ახალ მთავრობას მხარდაჭერა პარლამენტის 315 დეპუტატმა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს თურქეთში ჩატარებულ განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში, პრეზიდენტ ერდოგანის მიერ დაარსებულმა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა – 49,4% მოიპოვა.