თურქეთის პოლიციამ ქალთა მიტინგი პასტიკური ტყვიებით დაარბია [Video]
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2016/03/35d4d9d6600461cec49233412f6d3cd8b049a1239982814.jpg)
თურქეთის პოლიციამ სტამბულის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ასობით ადამიანს პლასტიკური ტყვიები ესროლა. მიტინგი ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის აღსანიშნავად გაიმართა, – იუწყება Reuters.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, მიტინგის მონაწილეებმა ქვეყანაში ქალთა უფლებების შელახვის გაპროტესტება სცადეს. მარშის ჩატარების აკრძალვის მიუხედავად, მომიტინგე ქალები იისფერი ბანერებით ქუჩაში გამოვიდნენ და ანტისამთავრობო ლოზუნგების სკანდირება დაიწყეს.
აქციის ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, რომლებიც ქალებს ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი რეზინის ტყვიების მეშვეობით გაუსწორდნენ.
შემთხვევის შედეგად ერთი აქტივისტი დააპატმრეს, ათობით ქალი კი მძიმედ დაშავდა.
“8 მარტს სახლებში არ დავიმალებით და ჩვენი უფლებების დასაცავად ბრძოლას გავაგრძელებთ!”, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისმა ქალმა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ხანს თურქეთის ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრაციებისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, როდესაც პოლიციას, ნებისმიერი ანტისამთავრობო აქციის ჩასახშობად, უფრო მკაცრი ზომების გატარების ნება დართო.