თურქეთში 40 ადამიანია ჰოსპიტალიზებული
ანტალიის 5 ვარსკვლავიან სასტუმრო Hestia Resort & Spa-ში 40 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 11 ტურისტია.
როგორც ირკვევა ინციდენტი სასტუმროს აუზის სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.
არასწორი დეზინფექციის შედეგად, ქლორი მჟავასთან ქიმიურ რექციაში შევიდა და ტოქსიკური გაზი გამოჰყო.
გაზის გაჟონვა შეჩერებულია. ხალხს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.